Sign in to follow this  
Followers 0

ერიკ რომერი

10 posts in this topic

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s41.radikal.ru/i093/1102/cf/9b12ac48d19c.jpg[/IMG][/URL][/center]

ფრანგი რეჟისორი,სცენარისტი,ჟურნალისტი,კინოკრიტიკოსი და მწერალი ერიკ რომერი ინტელექტუალური , ფსიქოლოგიური სტილის და ფრანგული ახალი ტალღის ერთერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1920 წლის 20 მარტს. მისი ნამდვილი სახელია ჟან მარი მორის შერერი ხოლო ფსევდონიმი ერიკ რომერი აიღო ცნობილი მსახიობის და რეჟისორის Erich von Stroheim ის და მწერლის Sax Rohmer ის სახელებიდან. რვა წლის განმავლობაში სანამ კინოს სამყაროში შეაბიჯებდა ასწავლიდა ლიტერატურას ერთერთ პროვინციულ სკოლაში და პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1950 წლიდან უკვე იღებდა პატარა მოკლემეტრაჟიან ფილმებს მაგრამ უფრო ცნობილი იყო როგორც აქტიური კრიტიკოსი. 1957 წლიდან საკმაოდ ცნობილი პერიოდუილი გამოცემის Cahiers du Cinema-ს რედაქტორი ხდება. მოგვიანებით მუშაობას იწყებს ფრანგულ ტელევიზიაში და იღებს რამოდენიმე დოკუმენტურ ფილმს ტელევიზიისთვის. მისი პირველი "Les Petits Filles Modeles" დაუსრულებელი დარჩა ხოლო მომდევნო ფილმმა Le Signe du lion (ლომის ზოდიაქო) ვერ დაიმსახურა დიდი ინტერესი. მხოლოდ 1960 წლიდან როდესაც შეიქმნა მისი "მორალური ნოველების ციკლი" Contes moraux (Six Moral Tales) და მას შემდეგ რაც მისი ერთერთი ფილმი მორალური ციკლიდან Ma nuit chez Maud (My Night at Maud's) აღიარა ოსკარების აკადემიამ და ნომინირებულ იქნა ორ ნომინაციაზე საუკეთესო სცენარისთვის და როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი ხოლო ასევე ამ ციკლიდან ფილმმა "კლერის მუხლი" მოიგო სან სებასტიანის კინოფესტივალი, რომერმა მიაღწია საზოგადოებრივ აღიარებას.

მორალური ნოველების ციკლის შემდეგ რომერმა გადაიღო ორი ლიტერატურული ადაპტაცია La Marquise d'O და Perceval le Gallois. ზოგადად რომერი ძალიან ლიტერატურული პიროვნება და რეჟისორია. მის ფილმებში ძალიან ხშირადაა მინიშნება და მსგავსება სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებსა თუ პერსონაჟებთან.

1980 წლიდან რომერი მუშაობას იწყებს ფილმების ახალ ციკლზე სახელწოდებით Comedies et proverbs /Comedies and Proverbs...

1990 წლიდან კი იქმნება რომერის ახალი ციკლი Contes des quatre saisons /Tales of the Four Seasons წელიწადის დროები.

2000 წლიდან რომერი უბრუნდება დრამას ფილმებით L'Anglaise et le duc /The Lady and the Duke/ ლედი და ჰერცოგი (2000) და Triple Agent /სამმაგი აგენტი (2004) მისმა ფილმმა "ლედი და ჰერცოგი" კრიტიკოსთა მწვავე რეაქცია გამოიწვია საფრანგეთში . რომერის უარყოფითი დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციისადმი გახდა მიზეზი ფილმის მონარქიულ პროპაგანდად მონათვლისა.

2001 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა რომერის მოღვაწეობა და ვენეციის კინოფესტივალზე გადაეცა ოქროს ლომი.
2007 წელს მისი უკანასკნელი ფილმი Les Amours d'Astrée et de Céladon / The Romance of Astrea and Celadon უჩვენეს ვენეციის კინოფესტივალზე ამ ფილმით რომერი ამთავრებს თავის რეჟისორულ მოღვაწეობას.
ერიკ რომერი გარდაიცვალა 2010 წლის 11 იანვარს 89 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][u]რაც შეეხება ზოგადად რომერის სტილს:[/u][/b]

[indent]რომერი წერდა : " არ მინდა ჩამითრიოს ისეთმა თემებმა როგორიცაა სისასტიკე ,ობსკურანტიზმი,მილიტარიზმი ... ჩემთვის ეს მხოლოდდამხოლოდ პრობლემებია მე კი მიყვარს ყველაფერი რაც ცოცხალია , შემთხვევითი ფრაზები,ჟესტები,ქალები მეგობრები,სიცოცხლის სუნი და გემო "..

ერთი შეხედვით ის უზომოდ ბანალურია მის ფილმებში მაგრამ სწორედ ესაა მიმზიდველი მის სტილში. რომერი არ გიდებს ამცანას ამოსახსნელად ის უბრალოდ გეჭორავება ძალიან ლაღად მარტივად და სადად, აუცილებლად კონცენტრირებულია ზოგადად ინტელექტუალიზმზე ყოველთვის მკაფიოდ არიან ფორმულირებულნი მთავარი პერსონაჟები რომელთაც ხშირად არ ძალუძთ გულწრფელად გამოუტყდნენ საკუთარ თავს თავიანთ სურვილებში.

კონტრასტი რომერის პერსონაჟების მსჯელობასა და ქცევას შორის მთავარი ინდივიდუალური შტრიხია რეჟისორის. რომერის პერსონაჟები არიან ადამიანები რომლებიც "ცხოვრობენ" ძირითადად ახალგაზრდები და საზოგადოების საშუალო ფენა . ფილმებში აუცილებლად ფიგურირებს ხანგრძლივი უბრალო მაგრამ ინტელექტუალური დიალოგები ნებისმიერ პრობლემაზე, ურთიერთობებზე და ა.შ მაგრამ ეს მარტივი ჩვეულებრივი დიალოგი ძალიან ხშირად ისე გადადის ფილოსოფიურ და ლიტერატურულ საუბარში თავადაც ვერ აცნობიერებ.

რომერის ფილმებში დიდი ყურადღება ეთმობა პერსონაჟების ხასიათს , მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ცხოვრების სტილს ოღონდ ამას რეჟისორი აკეთებს ისე მარტივად ისე უბრალოდ და საინტერესოდ რომ შენთვის ახლობელი და ნაცნობი ხდება მისი ყველა პერსონაჟი უკვე ფილმის ბოლოს. რომერს არ სჭირდება გაფეტიშებული სიუჟეტი და ეფექტები იმისთვის რომ ჩაგითრიოს ფილმში პირიქით მისი სიუჟეტი ძალიან უბრალო და ერთი შეხედვით ბანალურია ყოველთვის , პერსონაჟები ხშირად მოგზაურობენ ,ჭირვეულობენ,წუწუნებენ ხანდახან გაუთავებლადაც კი, ხშირად ფიგურირებს სპორტი ცხოვრების აქტიური რიტმი, თავგადასავლები მოქმედება ყოველთვის ვითარდება სასიამოვნო და საინტერესო გარემოში. მისი ყველა ფილმი გაჟღენთილია მზის სხივების ,ულამაზესი ლურჯი ცის , მწვანე ბალახის ,ქვიშიანი სანაპიროების ,შემოდგომის გამხმარი ფოთლების და ღვინის არომატით , ჯანსაღი და უზომოდ ცოცხალი გარემოს სურნელით.

რომერის ფილმებში არ არის საუნტრეკები. არ არის მის ფილმებში სხვა მუსიკა გარდა ტალღების ხმისა , გამხმარი ფოთლების და გრილი ნიავის შრიალისა მაგრამ ეს უფრო მეტად ბუნებრივს და უშუალოს ხდის მის ფილმებს, თუმცა რეჟისორმა გადაუხვია მის პრინციპსაც და ფილმში "მწვანე სხივი" ( ჟიულ ვერნის ანალოგიური სახელწოდების ნოველის მიხედვით) ააჟღერა მუსიკაც.[/indent]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[u]ნაწყვეტი რომერის შესახებ ერთერთი წერილიდან :[/u]

[indent][b]" რას უჩვენებს? სასოწარკვეთილ ქალებს და კაცებს (ძირითადად ახალგაზრდებს), რომლებიც თავიანთი სივრცის ”კონსტრუირებას” ცდილობენ (ახალ ბინაში გადადიან, რემონტს იწყებენ, ეძებენ ადგილს შვებულების გასატარებლად)... არა თუ სიტყვა, სიუჟეტიც კი ბანალურია ერიკ რომერის ფილმებში!
არადა უჩვენებს მართლა უჩვენებს ისეთ რამეს, სიცოცხლის ხალისს რომ დაგიბრუნებს. საზრისს რომ შეუქმნის შენს არსებობას. ცოტა, იცით, როგორ განცდას ჰგავს ეს? ბუნებაში რომ გადიხარ, აი, იმას. ოღონდ არა ”პიკნიკზე”, მწვადების საჭმელად, თუ სოკოს დასაკრეფად, არამედ მარტო. სრულიად მარტო როცა გადიხარ ბუნებაში! ტყეში რომ აღმოჩნდები მარტო, ანდა ზღვის პირას...

საქართველოში, მაგალითად, ღმერთის რწმენაც კი - ყველაზე ინტიმური, ყველაზე მისტიკური გრძნობა, არა თუ თეატრისა და სანახაობის, არამედ უკვე ”კულტმასობრივი ღონისძიების” სახით ვლინდება; ერთად ჭამის, ერთად მარხვის, ერთად ლოცვის ეს ვნება ადამიანებს რიტუალიზებული, ფოლკლორიზებული სანახაობის ნაწილად აქცევს და ამით, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ აშორებს იმისგან, რასაც ვიღაც ”ღმერთს”, ვიღაც ”ჭეშმარიტებას”, ვიღაც კი, უბრალოდ, ”საიდუმლოს” უწოდებს. ერიკ რომერის ფილმები ამ საიდუმლოსთან მსუბუქი შეხებაა. მთავრდება ფილმი და გრძნობ, რომ მონაწილეობა მიიღე უაღრესად მნიშვნელოვანის მშენებლობაში. გაივარჯიშე თვალი და ყური, გახდი უფრო დაკვირვებული. ამის მერე, რომერის ფილმის, ”მწვანე შუქის” გმირისა არ იყოს, იქნებ შენც დაინახო ეს მწვანე ნათება ჰორიზონტზე - შუქი, რომელიც რაღაც ძალიან დიდის ნაწილად გაგრძნობინებს თავს. ამის მერე იქნებ აღარ შეგეშინდეს მარტოობის. უფრო პირიქით, იქნებ დაიჯერო, რომ მარტოობა ”საჩუქარიცაა” გარკვეული თვალსაზრისით.
”ზამთრის ზღაპრის” გმირივით, ფელისივით, 5 წელი რომ ელოდა თავის შეყვარებულს, რომელსაც თავის დროზე შემთხვევით სულ სხვა მისამართი მისცა და დაკარგა... ფელისის, ბავშვი რომ გააჩინა იმ ბიჭისგან, სჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად შეხვდება შარლს. ამ რწმენამ იგი გაამხნევა, გაზარდა, უმნიშვნელო და მნიშვნელოვან ”საიდუმლოებს” აზიარა... ბოლოს შარლი გამოჩნდა კიდეც. ახლა ისინი უკვე ერთად არიან - ფელისი, შარლი და მათი ბავშვი. მაგრამ ფელისი მაინც და მაინც ბედნიერი არ ჩანს. აღმოჩნდება, რომ ძიება, მოლოდინი უფრო საინტერესო და უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ტრიუმფალური გამარჯვება და იმის შეგრძნება, რომ უკვე მიაგენი... დასასრული არ უნდა არსებობდეს. რადგან სიკვდილი რომ სიკვდილია, ისიც კი არ არის დასასრული!
რომერის სიკვდილით მორჩა კინო. ცხადია, ეს არაა დასასრული. კარგ ფილმებს კიდევ გადაიღებენ. მაგრამ საეჭვოა, მისი ფილმების უნიკალური რიტმის, ინტონაციის განმეორება ვინმემ შეძლოს. თანაც ვის რაში სჭირდება რომერის განმეორება, როცა არსებობს რომერის მიერ დატოვებული ფილმები და კიდევ არსებობს ბუნება, სადაც საკუთარ თავს შეიძლება მიაგნო.
ტყუილად არ დაწერა ერიკ რომერის ფან-კლუბის ერთმა იაპონელმა წევრმა: მისი ფილმების ნახვის მერე გგონია, რომ თავშესაფარს მიაგენიო. "


[/b][/indent]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][indent][size="4"][b] Contes moraux (Six Moral Tales) [/b][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s010.radikal.ru/i312/1102/7c/fd499fc6d29a.jpg[/IMG][/URL]


შედგება 2 მოკლემეტრაჟიანი:
[b]1.La Boulangère de Monceau /The Bakery Girl of Monceau;
2. La Carrière de Suzanne /Suzanne's Career[/b]
და 4 სრულმეტრაჟიანი ფილმისგან :
[b]3. La Collectionneuse /The Collector
4. Ma nuit chez Maud /My Night at Maud's
5. Le Genou de Claire /Claire's Knee
6. L'Amour l'après-midi /Chloe in the Afternoon [/b][/indent][/center]
ყველა აღნიშნული ფილმი ვარიაციებია მორალური თემების ირგვლივ და აქვს საერთო სტრუქტურა. ინტიმური საუბრები პერსონაჟებს შორის მათი ინტელექტუალიზმისა და ფიზიკური ცდუნების დაპირისპირება რაც გამოიხატება მათსავე მსჯელობისა და საქციელს შორის განსხვავებაში.


[center][size="4"][b]Comedies et proverbs /Comedies and Proverbs... [/b][/size]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s50.radikal.ru/i130/1102/fd/0eb1e09f875b.jpg[/IMG][/URL][/center]
[center]
როგორც მის წინა ფილმებში აქაც ფილმი კონცენტრირებულია სიტყვებზე აზრებზე და ემოციებზე მაგრამ თუ აქამდე რომერი კონცენტრირებას აკეთებდა პიროვნულად კონკრეტული პერსონაჟების შინაგან სამყაროზე ამ ციკლში ყურადღებას ამახვილებს ჯგუფზე და არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდზე. ციკლი შედგება შემდეგი ფილმებისგან:[/center]
[center][b]1.La Femme de l'aviateur /The Aviator's Wife (1981)
2.Le Beau mariage /A Good Marriage (1982)
3.Pauline à la plage /Pauline at the Beach (1983)
4.Les Nuits de la pleine lune /Full Moon in Paris (1984)
5.Le Rayon vert /The Green Ray (1986)
6.L'Ami de mon amie /My Girlfriend's Boyfriend/Boyfriends and Girlfriends (1987)[/b][/center]

[center][size="4"][b]
Contes des quatre saisons /Tales of the Four Seasons [/b][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i050.radikal.ru/1102/09/4e5828657076.jpg[/IMG][/URL]
ერთერთი ყველაზე ინტელექტუალური და ორიგინალური ფილმების ციკლი. ძალიან სადა და უბრალო პრაქტიკული და უშუალო სტილით ის შლის საოცარ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს როგორც რეზულტატს მისი გმირების ქცევისას.ციკლი შედგება ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმისგან :
[b]1.Conte de printemps /A Tale of Springtime (1990)
2.Conte d'hiver /A Winter's Tale/A Tale of Winter (1992)
3.Conte d'été / A Tale of Summer (1996)
4.Conte d'automne /A Tale of Autumn (1998)[/b][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b][size="4"]My Night at Mauds[/size][/b]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s57.radikal.ru/i158/1105/73/bcb22e84d6cf.jpg[/IMG][/URL][/center]

[center]ერთერთი ნოველა ციკლიდან "6 მორალური ისტორია"[/center]


[center][url="http://gol.ge/index.php?cat=movies&details=8310&order=1.1&filter=2.17.6"]გადმოსაწერი ბმული[/url]

ან

[url="http://avoe.ge/movies/one.php?mid=14655"]გადმოსაწერი ბმული[/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=5][b]Tales of the Four Seasons [/b][/size][/center]

[center][img]http://i050.radikal.ru/1102/09/4e5828657076.jpg[/img][/center]

[center]

Conte de printemps (A Tale of Springtime / გაზაფხული) _ 1990
Conte d'hiver (A Winter's Tale/ ზამთარი ) _ 1992
Conte d'été (A Tale of Summer / ზაფხული ) _ 1996
Conte d'automne (A Tale of Autumn / შემოდგომა ) _ 1998
[/center]

[center][b]გადმოსაწერი ბმული: [/b]

[b]მთლლიანი 4-ვე წელიწადის დრო ერთად: [/b]

[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1188204"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1188204[/url]

[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2120641"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2120641[/url]

[/center]

[center][b] წელიწადის დროები: [/b][/center]

[center]გაზაფხული: [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131668"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131668[/url]

ზაფხული: [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131666"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131666[/url]

შემოდგომა : [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131664"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131664[/url]

ზამთარი: [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131667"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3131667[/url][/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=5][b]Contes moraux / Six Moral Tales [/b][/size]

[url="http://www.radikal.ru"][img]http://s010.radikal.ru/i311/1110/5e/6714c005c67b.jpg[/img][/url][/center]

[center][b]La Boulangère de Monceau[/b] (The Bakery Girl of Monceau) _ მოკლემეტრაჟიანი _1963 (პრინციპები)
[b]La Carrière de Suzanne[/b] (Suzanne's Career) —მოკლემეტრაჟიანი _1967 ( ახალგაზრდობა, ოცნებები )
[b]La Collectionneuse[/b] (The Collector) _ სრულმეტრაჟიანი _1969 ( გართობა, სექსი... სახიფათო თამაშები)
[b] Ma nuit chez Maud[/b] (My Night at Maud's) — სრულმეტრაჟიანი _1969 (დოგმები,ცხოვრების აზრის ძიება, სექსი )
[b]Le Genou de Claire[/b] (Claire's Knee) _ სრულმეტრაჟიანი _1970 ( ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ზოგადად)
[b]L'Amour l'après-midi[/b] (Love in the Afternoon/Chloe in the Afternoon) _ 1972 (ღალატი და მისი ფილოსოფია)
[/center]

ყველა აღნიშნული ფილმი ვარიაციებია მორალური თემების ირგვლივ და აქვს საერთო სტრუქტურა. ინტიმური საუბრები პერსონაჟებს შორის მათი ინტელექტუალური და ფიზიკური ცდუნების დაპირისპირება რაც გამოიხატება მათსავე მსჯელობისა და საქციელს შორის განსხვავებაში.

[center][b]გადმოსაწერი ბმულები: [/b]
[b]
1. La Boulangère de Monceau :[/b] [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=804806"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=804806[/url]
[b]2. La Carrière de Suzanne :[/b] [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1308600"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1308600[/url]
[b]3. La Collectionneuse:[/b] [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1219165"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1219165[/url] ან [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1185805"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1185805[/url]
[b]4. Ma nuit chez Maud :[/b] [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1187319"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1187319[/url]
[b]5. Le Genou de Claire:[/b] [url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1248193"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1248193[/url]
[b]6. L'Amour l'après-midi :[/b] [url="http://rutrackhttp://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1248193"]http://rutrackhttp://rutracker.org/forum/v...c.php?t=1248193[/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=5][b]Comédies et Proverbes / Comedies and Proverbs[/b][/size][/center]
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://i043.radikal.ru/1110/55/04d6cf1f74f7.jpg[/img][/url][/center]


[center][b]1.La Femme de l'aviateur /The Aviator's Wife _ (1981) [/b]
[u]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1175495[/u]

[b]2.Le Beau mariage /A Good Marriage _ (1982) [/b]
[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=757236"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=757236[/url]

[b]3.Pauline à la plage /Pauline at the Beach _ (1983)[/b]
[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=761587"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=761587[/url]

[b]4.Les Nuits de la pleine /Full Moon in Paris _ (1984)[/b]
[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=785609"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=785609[/url]

[b]5.Le Rayon vert /The Green Ray _ (1986)[/b]
[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=561801"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=561801[/url]

[b]6.L'Ami de mon amie /My Girlfriend's Boyfriend/Boyfriends and Girlfriends _ (1987) [/b]
[url="http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1173465"]http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1173465[/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წელიწადის დროები მიყვარს მისი განსაკუთრებით და მწვანე სხივი კიდევ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თვალებს არ დავუჯერე ამ თემაში გამოხმაურებას რომ მოვკარი თვალი :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0