Sign in to follow this  
Followers 0

ვი-თი-ბი ბანკი

1 post in this topic

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი ტრადიციების მქონე ბანკია. ბანკი დღევანდელი ფორმით, მისი წინამორბედი სამი სახელმწიფო კომერციული ბანკის შერწყმის შედეგად, 1995 წელს შეიქმნა. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” 2005 წლიდან საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის “ვეტებეს” წევრია. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” უმსხვილესი აქციონერია ღსს ვეტებე ბანკი (VTB Bank) (აქციათა 96.31%).

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” უნივერსალური საბანკო ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე კომერციული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” განაღდებული საწესდებო კაპიტალი 142 575 717 ლარს, ხოლო გაცხადებული - 148 075 002 ლარს შეადგენს. 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის მთლიანი აქტივები 338 866 848 ლარს შეადგენს. 2010 წლის 6 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB- (სტაბილური პროგნოზით) მიანიჭა, რაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის ეკვივალენტურია.

ვეტებე ჯგუფი რუსული წარმოშობის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს სამ კონტინენტზე (ევროპა, აზია, აფრიკა), 20 ქვეყანაში ოპერირებს. ვეტებე ჯგუფი ფინანსური საქმიანობის მდიდარი ტრადიციებისა და გამოცდილების მატარებელია. საფინანსო ბაზრებს, სადაც იგი წარმოდგენილია, სთავაზობს საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს.

ვეტებე ჯგუფს 966 გაყიდვის წერტილი გააჩნია. Standard & Poor`s და Fitch სარეიტინგო სააგენტოების მიერ ვეტებე ბანკისთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგია BBB, Moody`s სააგენტოს მიერ – Baa1.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0