Перейти к содержимому


ანა კალანდაძე


გამოხმაურებები თემაში: 189

#181 OFFLINE   wubabuna

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 305 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:Tbilisi : )
(...ვარსკვლავი ბრწყინავს)
ანა კალანდაძე

ვარსკვლავი ბრწყინავს,
ო, ვარსკვლავი
კრთის სასიამო
და მთვარე არის კვლავ
სხივთა მთოვარ. . .

დაგვიანებით გადაიფრენს
ჩიტების გუნდი
და ლერწმიანებს მიაშურებს
ღამეულ კრთომით.
ilaparake....... tuki mdumarebaze umjobesi ici ram da satqmeli gaqvs........ magram ufro giyvardes dumili is yovelive satqmels sjobia!!!!!........




.... oooO..................
.....(....)... Oooo........
.....)../.....(....)......
....(_/.......)../........
..............(_/.........

#182 OFFLINE   wubabuna

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 305 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:Tbilisi : )
მრავალჟამიერ!
ანა კალანდაძე

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!
1952
ilaparake....... tuki mdumarebaze umjobesi ici ram da satqmeli gaqvs........ magram ufro giyvardes dumili is yovelive satqmels sjobia!!!!!........




.... oooO..................
.....(....)... Oooo........
.....)../.....(....)......
....(_/.......)../........
..............(_/.........

#183 OFFLINE   nakani

    ღირსეული მოქალაქე

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 12493 წერილები:
  • სქესი:ქალი
არ მიყვარს :) მარტო -მოდიოდა ნინო მთებით, პაწაწინა რტო ვარ, ო მე კი არა გული ხარხარებს-ეს სამი :)

როცა ნამიან ველზე გავივლი,
ნამი ბალღივით მატრობს , მახარებს
ქარო მოიტა ატმის ყვავილი
ქარო ფოთლებიც შემომაყარე..
და როგორც გიჟი, ო როგორც გიჟი
თამააწეწილი მოლლი ხარხარებს..
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შემომაყარეს..
და მეც გავგიჯდი.. ო მე კი არა
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შეჰნ ქუჩაში რომ გაიარო
ფოთლები წაღმა შემომაყარე : )
სიტუაცია ჩემს ოჯახში:
მე მივდივარ სახლში სამსახურიდან დაღლილი. კარს მიღებს ქმარი.

მე : მიდი დროზე საჭმელი გააცხელე.
ქმარი: საყვარელო, ჯადოსნური სიტყვა დაგავიწყდა.
მე : სირბილით, შენი დედა მოვ%^#ნ!!!

#184 OFFLINE   ~ Acid Lemon ~

    სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპ
  • 49 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:Dark Bubble
  • ინტერესები:მიყვარს ყველაფერი საინტერესო ^_^
მე პატარა მეგობარი მყავდა <3
MAKE CUPCAKES
NOT HORCRUXES ~

#185 OFFLINE   lolz

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 286 წერილები:
  • სქესი:Not Telling
ქართულ პოეზიას ანნა კალანდაძეზე გაცილებით ნიჭიერი ქალი-შემოქმედები ჰყავთ. ისე მაგარი პრიკოლია გაგანია კომუნიზმის დროს დედოფლობის დაბრალება არა? :D როცა უკლასო საზოგადოებაა გამოცხადებული და ბატონყმობაც აღარ არსებობს

#186 OFFLINE   SmoK1e

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2429 წერილები:
  • სქესი:კაცი
ლოლზ ... მართლაც რომ :D

#187 OFFLINE   margott

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 1475 წერილები:
  • სქესი:ქალი
ნოდარ დუმბაძე – “ანა კალანდაძე”

გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაეშალა და მეორეს უკითხავდა

- ნახე რას წერს – “ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო”. ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?

- არ გამიგიაო, – ეუბნებოდა მეორე და იცინოდა.

1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაწყდა.

ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს “ფულსა და კრედიტში”, 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გამომიწოდა და მითხრა: “читай думбадзе, вслух читай!” ვკითხულობდი:

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,
რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,
შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…

რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი.

ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე.

…და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო.

წყარო: http://lib.ge/


ჩემი წყარო ( :D ): burusi.wordpress.com

#188 OFFLINE   georgevna

    (გემო)ვნებიანი

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 20843 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:TB
შეხვედრა ლუდით შემთვრალ
თორღვასთან ახიელში


მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!

შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...

რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..

თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!

ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!

ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი!

გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს"...

#189 OFFLINE   vichy

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 584 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:tbilisi
შენ გაგითეთრდა თმები მას უკან,
ძვირფასო კაბას კი...
ერთი მორჩი შერჩა სუსამბრის...
დეზთა წკარუნით
გაგიწვევდა ქალწულთ ჰუსარნი
და დიდ დარბაზში ჭექდა მაზურკა...
როკვიდნენ წყვილნი,
ვით გედები, იისფერ ტბაში...
ბრწყინვა კანდელთა
ჰგავდა ბრწყინვას ვარსკვლავთ მირიადთ...
შმაგი სინათლე
თვალს სჭრიდა მკერდზე ბრილიანტს
და იაგუნდა ტიროდა თმაში...
ლამაზი კაბა იასამნის სურნელს აკმევდა,
ეცილებოდა
თვით სანთელთაც უბრწყინვალეს შუქს...
მაღალი მხრები იმშვენებდნენ ინდურ აბრეშუმს...
ბრინჯაოს ქალი
სულ შიშველი იდგა სარკესთან...
შენ გაგითეთრდა თმები მას უკან
და ძვირფასი კაბას
ერთი მორჩი შერჩა სუსამბის...


ვგიჟდები ისე მიყვარს...........

გამოხმაურება რედაქტირებულია vichy: 09 November 2011 - 18:33

და ისე სწრაფად დაეშვა წვიმა, თითქოს ღრუბლებზე ფეხი დაუცდა...

#190 OFFLINE   Vgmob Usamartlobas

    სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპ
  • 45 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:Tbilisi
  • ინტერესები:swavla..... musika....... SAMARTALi!
არ ვიცი რატომ მაგრამ ანა კალანდაძის ლექსებს გულს ვერ ვუდებ :( მიყვარს ნიკო გომელაურის ლექსები.. რომანტიკოსების.. რეალისტების მაგრამ არა ანასი....
ყოველი დიდებული რამ არის მარტივი და შესაძლებელია რამდენიმე სიტყვით განიმარტოს.მაგალითად:თავისუფლება,სამართალი,ღირსება,მოვალეობა,მოწყალეა,იმედი.




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი