Sign in to follow this  
Followers 0

ჰამლეტ გონაშვილი

18 posts in this topic

[img]http://a.pix.ge/o/g74of.jpg[/img]

ჰამლეტ გონაშვილი (დ. 20 ივნისი, 1928 – გ. 1985) — ქართველი მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული.

ჰამლეტმა ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი. შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა - ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.

1969 წლიდან ანსამბლ "რუსთავში" გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. შეიძლება ითქვას, მთელი რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა.


ჰამლეტი სიმღერების კრებულის გარეკანი.ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში "მრავალჟამიერი" სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს". მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.

ჰამლეტი ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული იყო. უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო.

დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის "ურმულსა" და "ოროველას" კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას
6

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=vLmyXbrOA5M&feature=feedrec_grec_index[/media]
[media]http://www.youtube.com/watch?v=HOIPgvzOnZ4&feature=related[/media]
3

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=o0DXnUbpDxY&feature=related[/media]
[media]http://www.youtube.com/watch?v=3BHe2hFhOqY&feature=related[/media]
3

Share this post


Link to post
Share on other sites
სასწაული, ის იყო სასწაული.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
<iframe title="YouTube video player" width="480" height="390" src="http://www.youtube.com/embed/-2QPNRY39aY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ასეთი ,,საათნახევრიანი'' სუნთქვის აღება რომ შეეძლოს, მემგონი ადამიანი აღარ დაბადებულა ჰამლეტის მერე : )
3

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=0emaApDymzg[/media]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=UdVD97CQW5c[/media]

[b]2:40-2:48[/b] წამებს შორის მონაკვეთზე სუნთქვა მეკვრება ისეთი ხმაა
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=sVPGu2gLrp8[/media]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ლებუ[/b]
ყოჩაღ ძმაო. მაგარი თემაა! :)
საინტერესოა აქამდე რატომ არ მოუვიდა არავის აზრად ამ თემის გახსნა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' date='15 February 2011 - 10:58 PM' timestamp='1297796284' post='600741']
საინტერესოა აქამდე რატომ არ მოუვიდა არავის აზრად ამ თემის გახსნა?
[/quote]
რა ვიცი, რომ ვერ ვნახე ცოტა არ იყოს და შემრცხვა

[media]http://www.youtube.com/watch?v=X7tM68etoD4[/media]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
იმერული ნანა

[media]http://www.youtube.com/watch?v=wIzb3VzOqWU[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=OjzgKoUgx_s[/media] Edited by ლებუ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ჰამლეტ გონაშვილი გენია, რომელიც არ მეორდება [/quote]
ნამდვილად
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=MPxdb1Bv3Z0[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=g87rdNShc4U&feature=channel_video_title[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ფორუმელი' post='608392']
ჰამლეტ გონაშვილი გენია, რომელიც არ მეორდება
[/quote]
+1 :yes: :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფანტასტიკური ხმა ქონდა, ძალიან მაგრად მიყვარს, მის სიმღერებს რომ უსმენ ძმაკაცებთან ერთად, ეგრევე დალევის ხასიათძე ვდგებით, რა ჯობია ქეიფს ჰამლეტ გონაშვილთან ერთად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=jUnq3nSXlyI[/media]

[media]http://www.youtube.com/watch?v=ExkXJcx7RZ4[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0